პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა, ლეონიდ პასეჩნიკმა, ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის დედა აიმანი და მისი მეუღლე, მედნი, ხალხთა მეგობრობის ორდენებით დააჯილდოვა.
ტელეგრამის პოსტში რამზან კადიროვმა დაწერა, რომ მისი ნათესავებისთვის ლუგანსკის "სახელმწიფო ჯილდოების" მინიჭების გადაწყვეტილება სეპარატისტული რესპუბლიკის მცხოვრებლებისთვის მათი მხრიდან გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებას უკავშირდება. დედის გადაწყვეტილებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში "ათიათასობით ტონა საკვები და პირველადი მოთხოვნილების ნივთები გაიგზავნა". ჩეჩნეთის ხელმძღვანელის თქმით, აიმანი კადიროვამ ორგანიზება გაუკეთა ასევე "რუსეთის ტერიტორიაზე ასობით ავადმყოფისა და დაჭრილის გამგზავრებას."