1734086254
იტალიაში კომოს ტბის ჰაერით ავსებული ქილების გაყიდვა დაიწყეს
კომპანიამ ItalyComunica განაცხადა, რომ კომოს ტბის ჰაერით სავსე ქილების გაყიდვა დაიწყო. CNN-ის ცნობით, თითო ბოთლის ფასი 9,9 ევროა.
ეს მარკეტოლოგ დევიდ აბაგნეილის იდეა იყო, რომლის მიზანიც რაიმე „ორიგინალური, მხიარული და პროვოკაციული“ სუვენირის შექმნა იყო, რომლის სახლში წაღებაც ტურისტებისთვის მარტივი იქნებოდა. აბაგნეილი ასევე აცხადებს, რომ სახლში დაბრუნებული ტურისტებს შეუძლიათ ქილებში კალმები ან ფანქრები შეინახონ.
ლომბარდიის ტურისტული ბიუროს მონაცემებით, 2023 წელს კომოს ტბას 5,6 მილიონი ადამიანი ესტუმრა.