„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
გორის რაიონულ სასამართლოში სადამკვირვებლო მისია "ჩემი ხმის" სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. მოსამართლე, გორის 32-ე საარჩევნო ოლქის 14 უბნის ბათილობას მოთხოვნის შესახებ მსჯელობს.
"ვითხოვთ კენჭისყრის შედეგების ბათილობას, რადგან ფარულობა მასობრივად იყო დარღვეული ამ უბნებზე. ფარულობა არის არჩევნების ფუნდამენტური პრინციპი და თუკი ფარულობა არის დარღვეული, ბუნებრივია, ეს უნდა გახდეს ბათილობის საფუძველი," - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს პროექტის კოორდინატორი, თამთა კახიძე.
ორგანიზაციის პრეტენზიებს არ ეთანხმება ცესკოს გორის ოლქის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ისაკაძე, რომელიც ამბობს, რომ არჩევნების პროცესში ხმის ფარულობის პრინციპი დაცული იყო.
"პროცესი პროცედურების სრული დაცვით მიმდინარეობდა. კაბინაში იყო იყო ფარულობის პრინციპი დაცული და ბიულეტენი იყო მოთავსებული სპეციალურ ჩარჩო კონვერტში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი სუბიექტი არ ჩანდა ბიულეტენის უკანა მხარეს. მარკერის უკანა მხარეს შესაძლო მონიშვნას და პარტიების ჩამონათვალს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს," - აცხადებს ლევან ისაკაძე.