იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდები კვიპროსს თავდაცვისთვის სამხედრო-საზღვაო ძალებს გაუგზავნიან

კვიპროს

იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი და ნიდერლანდები კვიპროსს თავდაცვისთვის სამხედრო-საზღვაო ძალებს გაუგზავნიან.

ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გუიდო კროზეტომ ქვეყნის პარლამენში განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ 2 მარტს კვიპროსზე მდებარე ბრიტანეთის ავიაბაზაზე თავდასხმა ირანული დრონით განხორციელდა.