რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1744659848
სამეცნიერო ფანტასტიკა რეალობად იქცა - ჰოლოგრამასთან შეხება და მასთან ფიზიკური ინტერაქცია უკვე შესაძლებელია! ეს ყველაფერი შერეული რეალობის ტექნოლოგიების წყალობით.
ახალ კვლევაში, რომელიც HAL-ის ღია არქივში შეგიძლიათ ნახოთ, მეცნიერებმა 3D ჰოლოგრამასთან ინტერაქციის ინოვაციური ტექნიკა შეისწავლეს. ამისთვის სპეციალური ელასტიკური მასალები გამოიყენეს.
მკვლევრებმა აჩვენეს, რომ 3D გრაფიკასთან ინტერაქცია შესაძლებელია — მაგალითად, ვირტუალური კუბის ხელით დაჭერა და გადაადგილება. ეს ისე ხდება, რომ ჰოლოგრაფიული სისტემა არ ზიანდება.
კვლევა ახალია და მას კიდევ გადახედვა სჭირდება, მაგრამ მეცნიერებმა შედეგი ვიდეოში უკვე აჩვენეს.
"ჩვენ მიჩვეულები ვართ პირდაპირ ინტერაქციას სმარტფონებთან, სადაც ეკრანზე შეხება თითით ხდება. ჩვენი ინოვაცია საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ეს ბუნებრივი ინტერაქცია 3D გრაფიკასთანაც", — თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა, ასიერ მარზომ.
მკვლევრები თავიანთ დასკვნებს CHI კონფერენციაზე წარადგენენ, რომელიც 26 აპრილიდან 1 მაისამდე გაგრძელდება.
ოდესღაც ჰოლოგრამები სამეცნიერო ფანტასტიკა იყო და შემდეგ ის რეალობად იქცა. ახლა ამ ჰოლოგრამებთან ფიზიკური ინტერაქციაა სამეცნიერო ფანტასტიკა და როგორც ჩანს, ეს ასე დიდხანს აღარ იქნება.
როგორ
ვოლუმეტრული (მოცულობითი) ეკრანების მთავარი კომპონენტი, რომლებიც ჰოლოგრამებს წარმოაჩენს, არის დიფუზორი. დიფუზორი თავის მხრივ სწრაფად მოძრავი (ოსცილირებადი), მყარი ფირფიტაა, რომელზეც ათასობით გამოსახულება სხვადასხვა სიმაღლეზე სინქრონულად ჩანს. ამის შედეგად იქმნება 3D გრაფიკა — ანუ სწორედ ეს პროცესია, რის შედეგადაც ჰოლოგრამას ვიღებთ.
ჰოლოგრამასთან ინტერაქციისას პრობლემა იმაშია, რომ თუ რხევისას ადამიანის ხელთან გადაიკვეთება ის დაზიანდება. ამის თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო ბევრად მოქნილი მასალის შექმნა. თუ კონკრეტულად რა მასალა გამოიყენეს ამისთვის მკვლევრებს ჯერ არ გაუსაჯაროებიათ, მაგრამ ფაქტია, რომ ის მუშაობს.
არის მეორე პრობლემაც. როდესაც ადამიანი ეხება ჰოლოგრამას მასალა ირღვევა და იბრიცება (დეფორმირდება). ამ პრობლემის გადასაჭრელად მეცნიერებმა გამოიყენეს სურათის კორექციის ტექნოლოგია. საუბარია ისეთ სისტემაზე, რომელიც წამიერად აფიქსირებს მასალის დეფორმაციას და ავტომატურად ასწორებს გამოსახულებას.
"ასეთი გამოსახულება მულტიფუნქციური იქნება. მას გამოიყენებენ სწავლასა და კვლევებში. წარმოიდგინეთ, თქვენ შეგეძლებათ ძრავის ნაწილებს შეეხოთ და ის გადააადგილოთ. უფრო მეტიც, შეგეძლებათ შეეხოთ და გადააადგილოთ სამუზეუმო ეგზემპლარები", — აღნიშნულია კვლევაში.