ისრაელში ტყის ხანძარს ებრძვიან - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

ხანძარი ისრაელში

ისრაელში, იერუსალიმის მახლობლად ტყის ხანძარს ებრძვიან.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების 110 ბრიგადა, რვა თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენია ჩართული. გარდა ამისა, სამაშველო სამსახურთან ერთად, სამუშაოებში ჩართულია ისრაელის თავდაცვის ძალები და ისრაელის პოლიცია.

ამასთან, მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს ტერიტორიებიდან, სადაც საფრთხე არსებობს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხანძარსაწინააღმდეგო რეაგირების კოორდინაციის მიზნით შექმნილ სამეთაურო ცენტრში იმყოფება.