ცვლილება კანონში, რომელიც დეკრეტული შვებულებისას გაცემულ თანხას ეხება
1780604202
ისრაელში, სროლების სერია მოხდა. ხელისუფლებამ მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ბოლო მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი, ხუთი კი დაიჭრა.
სროლა მოხდა კოჰავ-იაირის ოლქში მდებარე ავტოგასამართ სადგურზე, ასევე დასახლებულ პუნქტებში - ცურ იცხაკსა და ცურ ნათანში. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, კიდევ სამისა კი საშუალო სიმძიმის.
Reuters წერს, რომ სროლა ისრაელის ცენტრალური ოლქის სამ სხვადასხვა ადგილას, დასავლეთ სანაპიროზე მდებარე პალესტინურ ქალაქ კალკილიასთან ახლოს მოხდა.
კოჰავ-იაირში მომხდარ თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა ეჭვმიტანილები მოკლეს. ერთ-ერთი თავდამსხმელი ცურ იცხაკთან ახლოს ჩააცხრილეს, მეორემ კი ჭრილობა მიიღო და მიმალვას ცდილობდა.