ისრაელში ახმატ კადიროვის სახელზე აშენებულ მეჩეთს ჰამასის რაკეტა მოხვდა

ისრაელი

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იერუსალიმის მახლობლად, ქალაქ აბუ გოშში მდებარე, ახმატ კადიროვის სახელზე აშენებულ მეჩეთს ჰამასის ნასროლი რაკეტა მოხვდა.

„ჰამასის ტერორისტების რაკეტა პირდაპირ მოხვდა ახმატ კადიროვის სახელობის მეჩეთს იერუსალიმის მახლობლად“, - წერია ისრაელის საგარეო უწყების განცხადებაში.

მეჩეთი 2014 წელს აშენდა და გავრცელებული ინფორმაციით, მის მშენებლობაში 10 მილიონი დოლარი დაიხარჯა. აქედან 6 მილიონი ჩეჩნეთის ხელისუფლებამ გადაიხადა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

მარიჯანის ქუჩაზე კორპუსიდან სამშენებლო მასალა ჩამოიშალა და მანქანებს დაეცა

მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული მანქანები - ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა

შემზარავი ავარია - ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, არის მსხვერპლი