იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ძლიერმა ქარმა დედაქალაქში პრობლემები შექმნა. საბურთალოს რაიონში, მინდელის ქუჩაზე ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც იქვე მდგომ ავტომობილებს დაეცა.
მომხდარის გამო, აღნიშნულ ქუჩაზე პარალიზებულია მოძრაობა. ადგილზე საპატრულო პოლიცია და მაშველები არიან მობილიზებული. მიმდინარეობს მოგლეჯილი ხის გატანის სამუშაოები.
როგორც "პრაიმტაიმს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ქარმა პრობლემები შექმნა ვაჟა-ფშაველას, პოლიტკოვსკაიას და ზაქარიაძის ქუჩებზეც.
მოგლეჯილია რამდენიმე ხე და დაზიანებულია იქვე მდგომი მანქანები.
მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.