1758053825
მარიჯანის ქუჩაზე კორპუსიდან სამშენებლო მასალა ჩამოიშალა და მანქანებს დაეცა

თბილისში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. მარიჯანის ქუჩაზე კორპუსიდან სამშენებლო მასალა ჩამოიშალა და მანქანებს დაეცა.
შემთხვევის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ავტომობილი. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
,,პრაიმტაიმი" დამატებით დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.
დედაქალაქში ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილია ხეები და დაზიანებული მანქანები.
ასევე ნახეთ:
მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული მანქანები - ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა
შემზარავი ავარია - ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, არის მსხვერპლი