ისრაელმა, შესაძლოა, ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს

იოავ გალანტი

ისრაელმა ლიბანში შესაძლოა სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის დროს განაცხადა, ლიბანში „ჰეზბოლას“ პოზიციების წინააღმდეგ საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ძალებს გამოიყენებენ. ჯარისკაცებთან საუბრისას იოავ გალანტმა აღნიშნა, რომ ისრაელის ჩრდილოეთში მოსახლეობის უსაფრთხოდ დაბრუნებისთვის მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი უნდა გამოიყენონ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, „ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდაცია სერიოზული ნაბიჯია, თუმცა ყველაფერი წინ არის.

„ჰეზბოლას“ ხელმძღვანელის მოადგილე აცხადებს, რომ ისრაელის მხრიდან სახმელეთო ოპერაციის დაწყებისთვის დაჯგუფება მზად არის.