ისრაელმა ლიბანის სამხრეთში მორიგი საჰაერო შეტევა განახორციელა

ისრაელმა ლიბანის სამხრეთში მორიგი საჰაერო შეტევა განახორციელა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ლიბანის სამხრეთში მორიგი საჰაერო შეტევა განახორციელა. ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალების („ცაჰალის“) „ტელეგრამ“ არხზეა გამოქვეყნებული.

„ცაჰალის“ განცხადებით, თავდასხმის სამიზნე ჰეზბოლას ინფრასტრუქტურა იყო. საჰაერო შეტევა განხორციელდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზეც. მანამდე რაიონში მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის რეკომენდაცია გაიცა.

თავდასხმა ლიბანის დედაქალაქში აეროპორტთან ახლოს მოხდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით ბოლო ერთ კვირაში ჰეზბოლას რაკეტის 140 გამშვები პუნქტი გაანადგურეს და 200ზე მეტი მებრძოლის ლიკვიდაცია მოახერხეს.