ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად, 55 პალესტინელი დაიღუპა, 123 კი დაიჭრა

ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად 32 პალესტინელი დაიღუპა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ომის 276-ე დღეს ისრაელის ძალების მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების შედეგად, 55 პალესტინელი დაიღუპა და 123 დაიჭრა. დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

ომის პარალელურად, თელ-ავივში გრძელდება აქციები ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ. აქციები მიზნად ისახავს ისრაელის მთავრობაზე ზეწოლას და "ჰამასთან" მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მიღწევას.