ღაზის სექტორში ისრაელის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა

ღაზა

ისრაელის ღაზაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია ათობით ადამიანი. ინფორმაციას „სეიენენი“ პალესტინურ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იერიში განხორციელდა მეჩეთზე, რომელიც მდებარეობს ალ-აქსას საავადმყოფოს მახლობლად, დეირ ალ-ბალაჰში, ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ განახორციელეს ზუსტი დარტყმა „ჰამასის“ ტერორისტებზე.