ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გრეტა ტუნბერგი შვედეთში საფრანგეთის გავლით ბრუნდება

გრეტა ტუნბერგი

ისრაელი გემ Madleen-ზე მყოფ გრეტა ტუნბერგს შვედეთში აბრუნებს. აღნიშნულის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

ტუნბერგი შვედეთში საფრანგეთის გავლით ბრუნდება.

„გრეტა ტუნბერგი ისრაელიდან შვედეთში საფრანგეთის გავლით მიემგზავრება“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ცნობისთვის, შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, სხვა აქტივისტებთან ერთად, ღაზის სექტორისკენ მიმავალ გემზე იმყოფებოდა, რომელიც ისრაელის ძალებმა შეაჩერეს. გემი Madleen-ი ღაზის სექტორში მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით მიემართებოდა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ღაზის სექტორში დახმარების მისაწოდებლად არსებობს გზები, რომლებიც არ მოიცავს „ინსტაგრამის“ ე.წ. სელფებს.