ისრაელის თავდაცვის ძალები: ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი ლიკვიდირებულია
1750144582
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამეგრელოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მარტვილში, სოფელ ქვემო ხუნწში, მდინარე ცხენისწყლის მიმდებარედ, ბავშვი გაუჩინარდა.
ძებნა-შველის ღონისძიებაში მყისიერად ჩაერთო 50-მდე მეხანძრე-მაშველი, წყალზე სამაშველო საშუალებები და მყვინთავთა ჯგუფი, რის შედეგადაც, მდინარეში ჩავარდნის ადგილიდან 500 მეტრის მოშორებით, ნანახია ბავშვი, რომელიც ნაპირზე გამოყვანილია უვნებლად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.