1749585187
მარკო რუბიო: აშშ გმობს ბრიტანეთის, კანადის, ნორვეგიის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მთავრობების მიერ ისრაელის კაბინეტის ორ მოქმედ წევრზე დაწესებულ სანქციებს

აშშ გმობს ბრიტანეთის, კანადის, ნორვეგიის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის მთავრობების მიერ ისრაელის კაბინეტის ორ მოქმედ წევრზე დაწესებულ სანქციებს, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
„ეს სანქციები ხელს არ უწყობს აშშ-ის ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტის, ყველა მძევლის სახლში დაბრუნებისა და ომის დასრულების მიზნით“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.
„ჰამასი“ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც გაუგონარი სისასტიკე ჩაიდინა, აგრძელებს უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების მძევლად აყვანას და ღაზის მოსახლეობას ხელს უშლის მშვიდობიანად ცხოვრებაში. ჩვენ შევახსენებთ ჩვენს პარტნიორებს, არ დაივიწყონ ვინ არის ნამდვილი მტერი. აშშ მოუწოდებს სანქციების გაუქმებისკენ და მხარს უჭერს ისრაელს“, - დასძინა მან.