1773348202
ისრაელის ძალებმა თეირან-ყუმის ავტომაგისტრალზე იერიში მიიტანეს - ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება
ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბული რჩება. ცოტა ხნის წინ, ისრაელის ძალებმა იერიში მიიტანეს თეირან-ყუმის ავტომაგისტრალზე - საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, დაშავდა ირანის "წითელი ნახევარმთვარის" 3 თანამშრომელი.
ამ თავდასხმას წინ უძღოდა ირანის მიერ ისრაელზე მასობრივი შეტევის მორიგი ტალღა. ისრაელის ქალაქ ზარზირში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 40-მდე ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია 100-მდე საცხოვრებელი შენობა.
სირენების ხმა ისმოდა ღამით თელ-ავივშიც - ირანული დრონების განეიტრალება რკინის გუმბათმა შეძლო.
ისრაელის სამხედრო ძალების სამიზნე გახდა ირანის ქალაქი აჰვაზი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აფეთქებები იყო ლიბანის დედაქალაქში. ბეირუთში გასული ღამის განმავლობაში დაღუპულია 10-მდე ადამიანი.
ამავე დროს, მსხვერპლი მოჰყვა ირანულ საკარეტო იერიშს ერაყში. ერბილის რეგიონში სამხედრო ბაზაზე დაღუპულია ერთ ფრანგი ჯარისკაცი, რამდენიმე დაშავდა.
ამავე დროს, ცნობილი ხდება ერაყში აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ.
როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა განმარტავს, მომხდარი ე.წ. მეგობრულ საჰაერო სივრცეში მოხდა და მასთან რეგიონში მიმდინარე კონფლიქტს კავშირის არ აქვს. ტერიტორიაზე ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სხვა დეტალები უცნობია.









