პენსია გაიზრდება - ნახეთ, ვის რამდენი ემატება
1732688359
ისრაელი ლიბანთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდა, – ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ ტელევიზიაზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ცნობით, შეთანხმება, სავარაუდოდ, ხვალიდან შევა ძალაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ამასთან, თეთრი სახლის ცნობით, ამ თემაზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რამდენიმე საათში სიტყვით გამოვა.
შეთანხმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე რამდენიმე საათით ადრე, ისრაელის დარტყმებმა გაანადგურა ბეირუთის მჭიდროდ დასახლებული გარეუბნები.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ერთი იერიშის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა.