ლოცვა, რომელსაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 2 ივნისს კითხულობენ
1780417929
ისრაელის ძალები და "ჰეზბოლა“ ერთმანეთზე თავდასხმებს განაგრძობენ, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად მხარეებს დაელაპარაკა და აღნიშნა, რომ ისრაელმა და "ჰეზბოლამ" "ერთმანეთის მიმართ სროლა შეწყვიტეს“. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
ABC News-ი ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო NNA-ზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთ ლიბანის სხვადასხვა რაიონში ისრაელის სამი დარტყმა განხორციელდა. NNA-ს ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი.
ამასთან, ლიბანის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ სამხრეთ ლიბანში, ისრაელის დრონის დარტყმის შედეგად მათი ორი ჯარისკაცი დაიჭრა.
მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა, ავიჩაი ადრაეიმ გაავრცელა ახალი გაფრთხილება ევაკუაციის შესახებ, რომელიც სამხრეთ ლიბანის ქალაქ ნაბატიეს მაცხოვრებლებისთვის იყო განკუთვნილი. ადრაეიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ტერიტორიაზე "ჰეზბოლას" სავარაუდო სამიზნეების წინააღმდეგ „ძალადობრივი ქმედებები“ განხორციელდებოდა.