1734086254
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური - ირანზე განხორციელებული აგრესიული აქტის საპასუხდ, ისრაელი წარმოუდგენელ პასუხს მიიღებს
ირანზე განხორციელებული აგრესიული აქტის საპასუხდ, ისრაელი წარმოუდგენელ პასუხს მიიღებს, – ამის შესახებ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურმა, ჰოსეინ სალამიმ განაცხადა.
ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ისრაელელები არასწორად ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ, შეცვალონ ისტორია რამდენიმე რაკეტის გაშვებით.
ჰოსეინ სალამიმ ისრაელის ხელისუფლებას შეახსენა საპასუხო ოპერაცია, „ჭეშმარიტი დაპირება II“, რომელიც ირანმა პირველ ოქტომბერს განახორციელა და აღნიშნა, რომ სიონისტებს არ დავიწყებიათ, როგორ შევიდნენ ირანული რაკეტები ისრაელის ცაში მაშინ, როდესაც ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოახერხეს.
ისრაელის თავდასხმას ირანზე ოთხი ირანელი სამხედრო ესმხვერპლა, ასევე დაზიანდა რამდენიმე ობიექტი. ისრაელში ამტკიცებენ, რომ სამინზე გახდა ირანის რაკეტების საწარმოებელი ქარხნები.