ისე, როგორც არასდროს, უკრაინის გვერდით ვდგავართ, დროა, ევროპამ გაააქტიუროს ძალისხმევა - პეტრ პაველი

პეტრ პაველი

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის თეთრ სახლში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

როგორც პაველი აღნიშნავს, ჩეხეთი უკრაინის გვერდით დგას.

„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ, ისე, როგორც არასდროს. დროა, ევროპამ გაააქტიუროს თავისი ძალისხმევა“, – წერს პეტრ პაველი.

თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა კამათის ფონზე წარიმართა, რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტმა კი თეთრი სახლი დატოვა.

როგორც ტრამპმა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა: „ზელენსკის შეუძლია დაბრუნდეს მაშინ, როცა მშვიდობისთვის მზად იქნება“.