„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
ირანმა აშშ-სთან ორმხრივი შეხვედრის შესახებ შეთანხმების არსებობა უარყო. ამ კვირაში მსგავსი არაფერია დაგეგმილი, - განუცხადა სააგენტო Tasnim-ს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ყაზამ გარიბაბადიმ.
მანამდე სააგენტო Reuters-ი მოლაპარაკებების მსვლელობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ორი ქვეყნის ტექნიკური ჯგუფები ერთმანეთს უახლოეს დღეებში დოჰაში უნდა შეხვედროდნენ.
გარიბაბადიმ აღნიშნა, რომ ირანსა და კატარს შორის კონსულტაციები აშშ-ის ვალდებულებებთან დაკავშირებით გეგმის მიხედვით გაგრძელდება, თუმცა ინფორმაცია დოჰაში ტექნიკური სამუშაო ჯგუფების მოლაპარაკებების შესახებ დადასტურებული არ არის.