„შენთან ერთად სამყაროს ხელახლა აღმოვაჩენ...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე
1782676800
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო.
ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრობის მეთაურს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა უმასპინძლა. შესრულდა საქართველოსა და ყაზახეთის სახელმწიფო ჰიმნები. ლიდერებმა ერთმანეთს ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება.