1771531835
,,ირანისთვის შეთანხმების დასადებად განკუთვნილი ვადა, მაქსიმუმ, 10-15 დღეა" - დონალდ ტრამპი
ირანისთვის შეთანხმების დასადებად განკუთვნილი ვადა, მაქსიმუმ, 10-15 დღეა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ირანთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ძალიან ცუდი რამ მოხდება და შეერთებული შტატები ნებისმიერ შემთხვევაში შეთანხმებას მიაღწევს.
"ამაზე არ ვაპირებ თქვენთან საუბარს, მაგრამ ვაპირებთ შეთანხმების მიღწევას, თორემ ეს მათთვის სამწუხარო იქნება. ვფიქრობ, შეთანხმების დასადებად განკუთვნილი ვადა, მაქსიმუმ, 10-15 დღეა. ვფიქრობ, ეს საკმარისი დრო იქნება", – განაცხადა ტრამპმა.










