ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი: დონალდ ტრამპი სიტყვის კაცია

რეზა ფაჰლევი

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟის რეზა ფაჰლევის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიტყვის კაცია.

აღნიშნული განცხადება ფაჰლევიმ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატებში ირანელი ხალხის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა არსებობს და საბოლოო ჯამში ტრამპი ირანელ ხალხს გვერდით დაუდგება.

ფაჰლევიმ პირობა დადო, რომ ირანში დაბრუნდება და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგება სათავეში.

მან თანამემამულეებს დაუმორჩილებლობისკენ, საერთაშორისო საზოგადოებას კი ირანის ხელისუფლებაზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

„ირანელი ხალხის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა არსებობს. მჯერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი სიტყვის კაცია და საბოლოო ჯამში, როგორც მან თქვა, ირანელ ხალხს გვერდით დაუდგება. მმართველი რეჟიმი სასოწარკვეთილი ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, რადგან ის დაშლის პირასაა. დღეს, როდესაც ჩემი თანამემამულეები მომიწოდებენ, ვადასტურებ ჩემს პირობას, ჩავუდგე მოძრაობის სათავეში, რომელიც დაიბრუნებს ჩვენს ქვეყანას ანტიირანული, მტრული ძალისგან“, - თქვა ფაჰლევიმ.