ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა, არ დაუშვან მათი ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის გამოყენება ირანის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის

ინ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რეგიონის ქვეყნებს მოუწოდა, არ დაუშვან მათი ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის გამოყენება ირანის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის. ბაღდადში ერაყის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ რეგიონულმა სახელმწიფოებმა მშვიდობა და უსაფრთხოება უნდა დაიცვან და არ მისცენ აგრესორ მხარეებს შესაძლებლობა, მათი ტერიტორია და ობიექტები ირანის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის გამოიყენონ.

ცნობისთვის, უქმეებზე ორმხრივი დარტყმების ფონზე, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.