ირანი ურანის გასამდიდრებლად ახალ ცენტრიფუგებს აამუშავებს

ირანი ურანის გასამდიდრებლად ახალ ცენტრიფუგებს აამუშავებს

ირანი ურანის გასამდიდრებლად ახალ ცენტრიფუგებს აამუშავებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ირანის ხელისუფლებამ „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ რეზოლუციის შემდეგ მიიღო.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, თეირანმა მხარეებს სხვადასხვა დონეზე შეატყობინა, რომ ირანის საწინააღმდეგო ნებისმიერ ღონისძიებას და, „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ მმართველთა საბჭოს გამოყენებას არალეგიტიმური პოლიტიკური მიზნების ხელშეწყობის მიზნით, პასუხი მოჰყვებოდა.

მმართველთა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აკრიტიკებს ირანს ბირთვულ საკითხზე თანამშრომლობის ნაკლებობის გამო. დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილი ტექსტი 35-დან 19-მა ქვეყანამ მოიწონა. წინააღმდეგი იყო რუსეთი, ჩინეთი და ბურკინა-ფასო, ხოლო 12-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა. რეზოლუცია ავალდებულებს სააგენტოს, 2025 წლის გაზაფხულისთვის ირანის შესახებ ყოვლისმომცველი ანგარიში მოამზადოს.