ირანი მზადაა, დააკმაყოფილოს მადრიდის ნებისმიერი მოთხოვნა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით - ესპანეთში ირანის საელჩო

ჰორმუზის სრუტე

ესპანეთში ირანის საელჩო აცხადებს, რომ ირანი მზადაა, დააკმაყოფილოს მადრიდის ნებისმიერი მოთხოვნა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით.

ირანის საელჩოს თქმით, ესპანეთი საერთაშორისო სამართალს პატივს სცემს.

„მნიშვნელოვანი ამბავი: ირანი ესპანეთს საერთაშორისო სამართლის ერთგულ ქვეყნად მიიჩნევს, ამიტომ ის მზადაა, მადრიდიდან წამოსული ნებისმიერი მოთხოვნის მიმართ“, – წერს ირანის საელჩო.

როგორც „როიტერი“ იუწყება, ესპანეთი არის ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელსაც თეირანმა მსგავსი პირობა მისცა. ამასთან გამოცემის ცნობით, აღნიშნულ საკითხზე ესპანეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ესპანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმები ღიად დაგმო. 28 თებერვლის შემდეგ, ჰორმუზის სრუტე, სადაც მსოფლიოს ნავთობმომარაგების დაახლოებით მეხუთედი გადის, მხოლოდ რამდენიმე გემმა დატოვა.