დედამიწაზე წელიწადის ორი ახალი დრო გაჩნდა - მეცნიერების ახალი მიგნება
1788287182
ირანის ხელისუფლების განცხადებით, იორდანიასა და ერაყში აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ამასთან, ირანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანი ასევე თავს დაესხა ბაჰრეინს.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ იორდანიაში ბევრი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა, თუმცა ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ წინასწარი შეფასებით, ირანის თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისმა სახმელეთო ძალებმა ერბილში, ჩრდილოეთ ერაყში, მდებარე აშშ-ის ბაზებს დრონებითა და რაკეტებით შეუტია, რის შედეგადაც რამდენიმე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას თავდასხმის შესახებ არც ერაყს და არც აშშ-ს არ დაუდასტურებია.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმები განახორციელა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დარტყმები მოჰყვა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მიერ თავდასხმების ბოლოდროინდელ მცდელობებს ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების და რეგიონში განლაგებული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ.
ირანის „წითელი ნახევარმთვარის“ განცხადებით, აშშ-ის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა, როდესაც სამხრეთ ირანში, სირიკში, საქორწილო წვეულების დროს სახლს რაკეტის ნამსხვრევები მოხვდა.