წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1788285436
თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს, სადაც სამართალდამცველები ჩხრეკას ატარებდნენ.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თამაზ ელიზბარაშვილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითა დაკავებული, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
მანამდე კი, მუქარისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციელებმა გაჩხრიკეს ელიზბარაშვილის ავტომობილიც.