„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
სიძულვილის ენის წინააღმდეგ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი პროცესი გაიმართა. აქედან 1500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ნინო ჯოჯიშვილს, რომელმაც სიძულვილის ენა შორენა ბეგაშვილის წინააღმდეგ გამოიყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების მიხედვით, 1500 ლარით დაჯარიმდა მოქალაქე, რომელმაც, საჯარო სივრცეში, სოციალურ ქსელში მიაყენა შეურაცხყოფა შორენა ბეგაშვილს.