დედამიწაზე წელიწადის ორი ახალი დრო გაჩნდა - მეცნიერების ახალი მიგნება
1788287182
რუსეთი უკრაინის ხელმძღვანელობაზე დარტყმებს არ ახორციელებს, ვინაიდან მომლაპარაკებლები დასჭირდება, თუკი მათ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება მოუნდებათ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
„როგორც ხედავთ, ჩვენ ასეთ დარტყმებს [უკრაინის ხელმძღვანელობაზე] არ ვაყენებთ. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ გარკვეული ადამიანები გვჭირდება - მართლაც, თუკი ისინი მიხვდებიან, რომ საკითხების მშვიდობიანი გზით მოგვარება სურთ და არა უბრალოდ 40 დღეში ჩვენი ეკონომიკის განადგურება, რუსეთის მუხლებზე დაჩოქება და ჩვენთვის მორიგი სტრატეგიული მარცხის მიყენება, რაღაც მომლაპარაკებლები ხომ გვჭირდება. ეს [ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვები] ტერორიზმზე განაცხადია. ეს ჯერ კიდევ არ არის ტერორიზმზე გადასვლა. თუ საქმე აქამდე მივა, ვნახავთ, როგორ ვუპასუხოთ. ინსტრუმენტებს ვიპოვით“, - განაცხადა პუტინმა.