ირანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მისი კონტროლის ქვეშაა

აშშ- ირანი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე სრულად მათი კონტროლის ქვეშაა.

„ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარება გადამწყვეტად და სრულად ექვემდებარება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების კონტროლს. ის არ გაიხსნება ამ ქვეყნის მტრებისთვის აშშ-ის პრეზიდენტის თეატრალური დადგმების შედეგად“, - ნათქვამია კორპუსის განცხადებაში.