1780775186
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და თავდაცვის უფლებას იტოვებს - CBS News
ირანმა შეერთებული შტატები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში კვლავ დაადანაშაულა, რადგან ამერიკელმა სამხედროებმა გორუკსა და ქეშმის კუნძულებზე მდებარე ირანის სანაპირო დაცვის რადარებზე თავდასხმა განახორციელეს.
"ეს ობიექტები შექმნილია ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოებისა და საერთაშორისო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. თავდასხმა წარმოადგენს 8 აპრილის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების აშკარა დარღვევას და ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის აქტს“, - ნათქვამია ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ჩამოაგდო ოთხი ირანული კამიკაძე დრონი, რომელიც ჰორმუზის სრუტისკენ მიემართებოდა. აშშ-ის ინფორმაციით, ირანმა შვიდი რაკეტა ისროლა ბაჰრეინისა და ქუვეითის მიმართულებით, რომლებიც ჩაჭრეს.
ცენტრალური სარდლობის განცხადების თანახმად, აშშ-მ რადარებზე დარტყმები მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელეს.
ამასთან, ირანი ამტკიცებს, რომ დარტყმები "თავდაცვის" მიზნით განახორციელა.
"ირანის ისლამური რესპუბლიკის ძლიერმა შეიარაღებულმა ძალებმა, თავდაცვის უფლების ფარგლებში, აგრესიის ამ აქტს სიფხიზლით, მონდომებითა და სრული უფლებამოსილებით უპასუხეს პროპორციული და ეფექტური რეაგირებით, რითაც თავიდან აიცილეს თავდასხმის უკან მდგომი პირების მავნე მიზნების რეალიზება“, - ნათქვამია ირანის განცხადებაში.












