1746870664
ირანი 43 წლის წინ უკვე გათავისუფლდა - იბრაჰიმ რაისი ბაიდენს პასუხობს

"ირანი 1979 წელს, ისლამური რევოლუციის დროს უკვე გათავისუფლდა", - ასე უპასუხა ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას.
"მე ბაიდენს ვეუბნები, ირანი 43 წლის წინ უკვე გათავისუფლდა“, - განაცხადა რაისიმ სატელევიზიო გამოსვლის დროს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ ირანს გაათავისუფლებს. მან თქვა, რომ ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტები მალე მოახერხებენ ქვეყნის გათავისუფლებას.