1758993152
ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს - ჯო ბაიდენი

"ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა კალიფორნიაში გამოსვლისას.
ბაიდენს არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად, რის გაკეთებას აპირებს აშშ-ის მთავრობა „ირანის გასათავისუფლებლად“.
შეგახსენებთ, ირანში უკვე შვიდი კვირაა ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. საპროტესტო ტალღა ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ აგორდა.

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1758918909