ახალშობილის მკვლელობის მცდელობა - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
1772053251
რუსეთის აქტივების კონფისკაციის საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა.
ვადეპულის თქმით, უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, ევროკავშირი არ დაუბრუნდება კიევის მხარდაჭერის სხვა ვარიანტის განხილვას, რომელიც რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას გულისხმობს.
„ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილია“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვადეპულის თქმით, ევროკავშირმა შეძლო, ეპოვა ძალიან კარგი სათადარიგო ინსტრუმენტი – 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი და გააკრიტიკა უნგრეთის პოზიცია, რომელიც ამ ინიციატივას ბლოკავს.
„უნგრეთი ღალატობს საკუთარ ბრძოლას თავისუფლებისთვის“, – აღნიშნა ვადეპულმა.
მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირი იპოვის გზას, რათა უკრაინას დაპირებული მხარდაჭერა გაუწიოს.