ინდოელმა 8 წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი ქმარი სინამდვილეში ქალი იყო, რომელმაც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა

ინდოეთი

ინდოელმა ქალმა 8 წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მისი ქმარი სინამდვილეში ქალი იყო, რომელმაც სქესის შეცვლის ოპერაცია წლების წინ გაიკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, შეეტალმა და  ვირაჯ ვარდჰანმა 2014 წელს იქორწინეს. თუმცა, ვირაჯი ქმრის მოვალეობას არ ასრულებდა და მეუღლესთან სექსუალური ურთიერთობა იშვიათად ჰქონდა. ამის მიზეზად ის წლების წინ თავს გადამხდარ შემთხვევას ასახელებდა, რომელმაც მასზე დიდი ემოციური ზეგავლენა მოახდინა. 

მოგვიანებით ვირაჯმა აღიარა, რომ მან წლების წინ სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და მამაკაცი გახდა.