ირაკლი კობახიძე: სტატისტიკა არის შემცირებული დანაშაულის ნაწილში, დანაშაულის გახსნის ნაწილში კი გვაქვს გაზრდილი, გაუმჯობესებული სტატისტიკა

 ირაკლი კობახიძე

ქალბატონი ფილფანი არის იმ პოლიტიკური ძალის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე, მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ აიღოთ და შეგიძლიათ, აიღოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა, არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით ვიკა ფილფანის განცხადებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, სტატისტიკა არის შემცირებული დანაშაულის ნაწილში, დანაშაულის გახსნის ნაწილში კი ქვეყანას აქვს გაზრდილი, გაუმჯობესებული სტატისტიკა.

„ეს რაოდენობა თუ თქვა მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოდის, რომ საერთოდ ამ ქვეყნად არ არის ეს ადამიანი. არ შეიძლება, ამ დონეზე დაამახინჯო სტატისტიკა, თუ ასეა ნათქვამი, მე პირადად არ მინახავს მისი განცხადება. რეალურად, სტატისტიკა არის შემცირებული დანაშაულის ნაწილში, დანაშაულის გახსნის ნაწილში გვაქვს გაზრდილი სტატისტიკა, გაუმჯობესებული სტატისტიკა.რაც შეეხება დანაშაულის ყველაზე მნიშვნელოვან კატეგორიებს, ყველაზე მძიმე კატეგორიებს, იქ სტატისტიკა არის არსებითად შემცირებული. მათ შორის განზრახ მკვლელობას რაც შეეხება, აქ სტატისტიკის გაყალბება აბსოლუტურად შეუძლებელია, აქედან გამომდინარე, ყველას შეუძლია, ჩაიხედოს სტატისტიკაში და ნახავს, რომ არის გაუმჯობესება არა მარტო ერთი წლის ჭრილში, არამედ, მათ შორის, 2012 წლიდან დღემდე. ქალბატონი ფილფანი, მოგეხსენებათ, არის იმ პოლიტიკური ძალის ნაწილი, რომელიც ხელისუფლებაში იყო 2012 წლამდე, მაშინდელი მკვლელობების სტატისტიკა შეგიძლიათ აიღოთ და შეგიძლიათ, აიღოთ წლევანდელი და შარშანდელი სტატისტიკა, არის რამდენიმეჯერადი სხვაობა გაუმჯობესების კუთხით“, – აღნიშნა პრემიერმა.