"იმის ფონზე, თუ როგორ ცინიკურად იქცევა პრეზიდენტი პუტინი, მჯერა, დარწმუნებულიც კი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი რეაგირებას მოახდენს" - ემანუელ მაკრონი

მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი "პუტინის ცინიზმზე რეაგირებას მოახდენს".

ამის შესახებ მაკრონმა ტირანაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"იმის ფონზე, თუ როგორ ცინიკურად იქცევა პრეზიდენტი პუტინი, მჯერა, დარწმუნებულიც კი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი აშშ-ისადმი ნდობაზე ზრუნვაში, რეაგირებას მოახდენს ამაზე. ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია. ის თანამდებობაზე კეთილშობილური მიზნით მოვიდა - უზრუნველყოს მშვიდობა და ამბობდა, რომ ამ მიზნისთვის ყველას ჩართავდა.

პუტინმა და მისმა არმიამ პატივისცემა არ გამოიჩინეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებებისადმი, რომლებიც, შეგახსენებთ, ამერიკული ინიციატივა იყო", - განაცხადა მაკრონმა.