ილონ მასკის X-ზე ევროკავშირის კონტენტის მოდერაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით, ევროგაერთიანება გამოძიებას ამკაცრებს

ილონ მასკი

ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირის კონტენტის მოდერაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით, ევროგაერთიანება გამოძიებას ამკაცრებს.

ბრიუსელი სოციალური ქსელისგან გარკვეული ინფორმაციის მიწოდებას და დოკუმენტაციის შენახვას ითხოვს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" წერს.

2023 წლის დეკემბერში დაწყებული გამოძიების ფარგლებში ევროკომისიამ სოციალურ ქსელ X-ს, სთხოვა 15 თებერვლამდე წარადგინოს შიდა დოკუმენტაცია რეკომენდაციების სისტემის შესახებ, რომელიც მომხმარებლებს კონტენტს სთავაზობს.