რა თქვა ხატია წერეთელმა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ
1771601634
ილონ მასკის კომპანია X-მა სასამართლოში გაასაჩივრა ევროკომისიის მიერ დაკისრებული 120 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა, რომელიც პლატფორმას ევროკავშირის ტექნოლოგიური წესების დარღვევისთვის დაეკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
„დეკემბერში დაკისრებული ჯარიმა გარდამტეხი მომენტი იყო ევროკავშირის მიერ პლატფორმების წესების - „ციფრული სერვისების აქტის“ (DSA) - აღსრულების პროცესში. ამავდროულად, ეს იყო წერტილი, საიდანაც უკან დასახევი გზა აღარ არსებობს აშშ-თან დავაში, რომელიც სწორედ ამ წესების გარშემო მიმდინარეობს“, - წერს გამოცემა POLITICO.
„ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება არასრული და ზედაპირული გამოძიების, სერიოზული პროცედურული შეცდომების, DSA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების დამახინჯებული ინტერპრეტაციისა და დაცვის უფლებებისა და ჯეროვანი სამართლებრივი პროცესის მოთხოვნების სისტემატური დარღვევის შედეგია, რაც მიკერძოებულობაზე მიუთითებს“, - განაცხადა X-ის გლობალური სამთავრობო ურთიერთობების გუნდმა პარასკევს.