1738558660
ილონ მასკის განცხადებით, ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
მასკის თქმით, ის რამდენჯერმე შეხვდა ტრამპს ამ თემაზე და USAID-ის დახურვაზე ჰკითხა: „დარწმუნებული ხართ?“. ტრამპმა თქვა, კი. „შესაბამისად, ჩვენ მას ვხურავთ“, - დასძინა მასკმა.