საბერძნეთში 48 საათის განმავლობაში 10-ზე მეტი ძლიერი მიწისძვრა მოხდა - კუნძულ სანტორინიზე დაიხურა სკოლები

საბერძნეთი

ეგეოსის ზღვაში, კუნძულ სანტორინისთან ძლიერი სეისმოლოგიური აქტივობა არ წყდება, რის გამოც კუნძულზე სკოლებიც კი დაიხურა. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რეგიონში შესაძლოა კიდევ უფრო ძლიერი ბიძგები მოხდეს. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

 

სანტორინის და ამორგოსის კუნძულებს შორის 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ფიქსირდება, ეპიცენტრი სანტორინიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 36 კილომეტრის დაშორებით, 2 კილომეტრის სიღრმეზეა.

მანამდე 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი სანტორინიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 28 კილომეტრში იყო, ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღმეზე მდებარეობდა.

4,1 მაგნიტუდის სიმძლავრის კიდევ ერთი მიწისძვრა სანტორინისა და ამორგოსს შორის საზღვაო ზონაში დაფიქსირდა.

მედიის ცნობით, 48 საათის განმავლობაში რეგიონში 10-ზე მეტი მიწისძვრა იყო. ექსპერტები განმარტავენ, რომ მიწისძვრები ვულკანური არ არის, თუმცა მუდმივი აქტიურობა მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა უფრო ძლიერი მიწისძვრაც მოხდეს.