ილონ მასკი Twitter-ის გენერალური დირექტორის პოსტს ტოვებს

ილონ მასკი

Twitter -ის მფლობელმა, მილიარდერმა ილონ მასკმა კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

გამოცემის ცნობით, მასკს თანამდებობის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები არ აუხსნია.

ილონ მასკის თქმით, ამ თანამდებობაზე მან შემცვლელის კანდიდატურა უკვე მოძებნა. მისი ვინაობა არ სახელდება.

მასკი დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის და კომპანიის ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე დარჩება. მასკმა Twitter-ი გასული წლის ოქტომბერში 44 მლრდ დოლარად შეიძინა. კომპანიის სათავეში მასკის მოსვლის შემდეგ რამდენიმე სკანდალი მოხდა და თანამშრომლების ნაწილი კომპანიიდან გაუშვეს. მასკმა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბლოკი მოხსნა სოციალურ ქსელში