ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომელმაც 200 მილიარდი დოლარი დაკარგა - Bloomberg

საზოგადოება

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, SpaceX-ის, Tesla-ს და Twitter-ის მფლობელი ილონ მასკი გახდა ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელმაც 200 მილიარდი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, Tesla-ს აქციების ღირებულების ვარდნის შემდეგ 51 წლის ბიზნესმენის კაპიტალი 137 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდისა და გლობალური კრიზისის გამო Tesla-ს აქციების ღირებულება რეკორდულად დაეცა. ამჟამად მასკის ქონება 2021 წლის 4 ნოემბრის ნიშნულზეა და 340 მილიარდ დოლარს შეადგენს.