პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, ადგილობრივი დროით შუადღეს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმების საფრთხეა გამოცხადებული.
29 დეკემბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასირებული იერიში განახორციელა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რაკეტებისა და დრონების ნაწილი ჩამოაგდო, თუმცა რამდენიმე დარტყმა ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელდა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გაშვებული 70 ფრთოსანი რაკეტიდან 58 გაანადგურეს. გარდა ამისა, ქვეყნის აღმოსავლეთით უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის სამი სადაზვერვო დრონი და „მი-8“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს.