ილონ მასკი გერმანიის ქალაქ ჰალეში ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდასაჭერად სიტყვით გამოვიდა

ილონ მასკი

 ილონ მასკი გერმანიის ქალაქ ჰალეში, ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდასაჭერად სიტყვით გამოვიდა. წინასაარჩევნო ღონისძიებაზე, სადაც 4 500 ადამიანი იმყოფებოდა, მასკმა გერმანული კულტურის შენარჩუნებასა და გერმანელი ხალხის დაცვაზე ისაუბრა.

ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა კი თქვა, რომ რესპუბლიკელები ამერიკას კვლავ დიდებულს გახდიან და მხარდამჭერებს მოუწოდა, გერმანია კვლავ დიდებული გახადონ.

პარალელურად, ულტრამემარჯვენე პარტიის წინააღმდეგ, მთელი გერმანიის მასშტაბით საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.

გამოკითხვების მიხედვით, პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" მეორე ადგილზეა, პირველ ადგილზე კი "კონსერვატიული პარტიაა".

მესამე და მეოთხე ადგილზე არიან გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მმართველი "სოციალ-დემოკრატიული პარტია" და მწვანეთა პარტია.