გერმანიაში ნაკადულში 2.5 მეტრის სიგრძის ანაკონდა დაიჭირეს
1748856086
იაპონური კომპანია, Science Co. Ltd-ი ადამიანის სარეცხი მანქანის შექმნაზე მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
მათი განცხადებით, მოწყობილობა Mirable-ს სახელით ცნობილ პროდუქტთა ხაზში გაერთიანდება და პროექტ Usoyaro-ს ფარგლებში შეიქმნება. ამისთვის კომპანია "მცირე ბუშტუკების ტექნოლოგიას" გამოიყენებს, ასევე, ჭკვიან აბაზანას სენსორებითა და ხელოვნური ინტელექტის სისტემით აღჭურავს.
ადამიანებისთვის განკუთვნილი სარეცხი მანქანის მიზანი არამხოლოდ მომხმარებლის სხეულის დაბანა, არამედ მისთვის დამამშვიდებელი სივრცის შეთავაზებაა, სადაც მოდუნებაში შესაბამისი მელოდია და წყალგაუმტარ მონიტორზე გამოსახული სურათებიც დაგეხმარებათ.
კომპანიაში ამბობენ, რომ ადამიანის სარეცხი მანქანის ფუნქციური მოდელი 2024 წლისთვის იქნება მზად.